-
2015-02-23 01:08
მსახიობი მიშა მესხი, უკვე ლოს-ანჯელესიდან სტამბულის აეროპორტში პასპორტის დაკარგვის ისტორიას ყვება.
„რა ვითარებაში დავკარგე და ძალიან დამაბნიეს თურქებმა.
ჯერ გვალოდინეს, მერე უამრავჯერ გამოგვართვეს პასპორტი, თან ყველას პასპორტი მე მქონდა, ბოლოს რომ მივაწოდე და დამიბრუნეს, თურმე სამის ნაცვლად ორი იყო.
არ დავკვირვებივარ, ეგრევე ჯიბეში ჩავიდე.
მერე კი როცა უნდა გავფრენილიყავით, და დავემშვიდობე ჩვენს მეგობრებს საელჩოდან, ლალის და დათოს, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ და მადლობა მათ ამისთვის, ჩავიყავი ხელი ჯიბეში და არ არის ჩემი პასპორტი, უცებ ლამის ინფარქტი მივიღე.
მთელი აეროპორტი აწრიალდა. ბოლოს, სამ საათიანი ძებნის შემდეგ მივაგენით და აი, ეხლა აქ ვარ“, - აღნიშნა მიშა მესხმა „იმედის კვირაში“.