
"შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს გავრცელებული ხმები რუსის სასაფლაოს საფლავის ქვებზე არსებული ფრაზების შესახებ და გაარკვია, რომ ხმები გადაჭარბებულია, თუმცა, წარწერები ფრიად საინტერესო და განსხვავებულია.
გამოცემა რამდენიმე საფლავზე გადაღებულ ფოტოებსა და საფლავის ქვების წარწერებს, უმეტესად, ლექსებს აქვეყნებს;
"მაგალითად, 39 წლის ასაკში გარდაცვლილი მამაკაცის საფლავზე ვკითხულობთ:
"ბედნიერი შევხაროდი ქვეყანას
ყოველი დღე ნატვრით მითენდებოდა
მომღიმარე ცოლ შვილს თვალს რომ მოვკრავდი
შრომის ძალა უფრო მემატებოდა
უმეგობროდ ლუკმას არსად გავტეხდი
ძმა ბიჭებო ეს ნუ დაგავიწყდებათ
მე ჩემი დღე ტრაქტორის ქვეშ დავლიე
მოხვეულას ადგილს თავი შევწირე...", - როგორც შვილიშვილმა გვითხრა, პაპამისი ტრაქტორისტი იყო ამიტომაც არის ეგ ლექსიც და ტრაქტორიც საფლავის ქვაზე დატანილი...".
ეს ლექსი 4 წლის ასაკში გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკულ ისტორიას გვამცნობს:
"ზოგი მომკვდარა თოფითა
ზოგი კი კვდება ხელითა
***** ბალიაშვილი
მკვდარი ვარ ცხელი წყალითა".
51 წლის მამაკაცის საფლავზე ასეთი წარწერაა:
,,ყოველ გაზაფხულს როცა ზურმუხტად
აყვავდებიან მთები ველები
მოდით ცოლშვილო ჩემს სამარესთან
მე საფლავიდან მოგეფერებით
ჩემო მეუღლე, შენი ცრემლები
ბნელ სამარეში ვერას მიშველის
უკანასკნელად ამას გთხოვ ეთერი
კარგად აღზარდო ჩვენი შვილები"...