„თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, „ოცნებაც“ და დავბრუნდებით 90-იან წლებს“

Image

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეშფოთება გამოთქვა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით  და მთავრობას მოქმედების კონკრეტული გეგმა შესთავაზა.

 

„ძალიან შეშფოთებულიო ვარ არა მხოლოდ იმით, რომ ფიზიკურად ლარის კურსი ყოველდღიურად ზევით იწევს და ეს ნიშნავს დაკლებულ ხელფასებს, დაკლებულ პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებს, გაძვირებულ ცხოვრებას.

 

ეს არის ერთი, ძალიან საშიში და ცუდი მხარე ამ პროცესის. მაგრამ მეორე ცუდი მხარე გახლავთ ის დამოკიდებულება, რომელსაც მთავრობა ამჟღავნებს ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა ყველგან ეძებს დამნაშავეს, გარდა საკუთარი მუშაობისა.

 

ცდილობს ყველაფერი უცხოეთში მიმდინარე პროცესებს გადააბრალოს. ჩვენ ვხედავთ პარლამენტს, სადაც დღეს ვიმსჯელეთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ გვიმსჯელია მთავარზე, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ის თემა, სადაც მე არასდროს და ჩვენ ჩვენი გუნდი არასდროს არ ვისაუბრებთ ნიშნის მოგებით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ნიშნის მოგებით ისაუბრო შენი ხალხის გაჭირვებაზე.

 

ეს არის ის თემა სადაც ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, იმ გეგმას, რომელიც დღეს მთავრობას არა აქვს საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ამისთვის.

 

მე მოვუწოდებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ხვალ ქუთაისში გვაქვს პარლამენტის პლენარული სხოდმა. მე მზად ვარ ნებისმიერ წუთს, ხვალ, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ერთად დავსხდეთ და ერთად გავიაროთ ეს გეგმა.

 

როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე დეპუტატებმა ,ვისაუბროთ არა აბსტრაქციულ თემებსა და ფეხბურთის თამაშზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. ნებისმიერ წუთში თუკი უმრავლესობა იქნება თანახმა, მზად ვართ დავსხდეთ ყოველგვარი პარტიულობის დავიწყებით და ვისაუბროთ ამ გეგმაზე.

 

დღეს მთავარია ის, თუ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში, იმიტომ, რომ თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, „ოცნებაც“ და დავბრუნდებით 90-იან წლებს. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა ეს რეალობა ბოლომდე გაიაზროს."- განაცხადა ბაქრაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !