-
2015-02-20 13:31
მას შემდეგ, რაც დიდთოვლობის გამო სტამბულის საერთაშორისო აერპორტში ჩარჩენილი მსახიობების საკითხი დადებითად გადაწყდა, გაირკვა, რომ მსახიობმა მიშა მესხმა პასპორტი დაკარგა.
შექმნილი ვითარების გამო ,„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობი გიორგი ნაკაშიძე და ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გაემგზავრნენ, ია სუხიტაშვილს და მიშა მესხს კი პასპორტის პოვნამდე აეროპორტში მოუწიათ შეყოვნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს კონსულის, ირაკლი ასაშვილის დახმარებით აეროპორტში პოლიციის მობილიზება მოხერხდა და მათ მესხის დაკარგული პასპორტი იპოვეს.
ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი რეისით: სტამბული-ფილადელფია „ოსკარ“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად დღეს გაემგზავრებიან.