
ქუთაისის პარლამენტის შენობაში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი მნახველი ჰყავს.
საუბრები იმის თაობაზე, რომ შენობაში ისევე წვიმს, როგორც გარეთ, გასულ წლებშიც მრავლად ისმიდა.
მიუხედავად იმისა, რომ შენობის სახურავი რამდენჯერმე გაარემონტეს, ოდნავ გაწვიმდება თუ არა, შენობაში დამლაგებლები ქვაბებით და „ტაშტებით“ დარბიან.