-
2015-02-19 16:52
ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სტუდიაში შექმნილ საგანგებო სიტუაციაზე წერს, რის გამოც გადაცემა ეთერში ვეღარ გავა.
„სამწუხაროდ, დღეს „თეორემა“ ვერ გავა. სტუდია ჩამორეცხილია. აპარატურა - დასველებული.
ნიუსი წამყვანების გარეშე, მაგრამ მაინც გავა.
სხვა გადაცემები ჩვეულებრივად გავა. ორშაბათისთვის აღვდგებით.
PS მადლობა წყლის კომპანიას, რომ გუშინ წყალი შეწყვიტა.
მადლობა კოლეგას, რომელმაც რომელიღაც (არა ტაბულას) ტუალეტში მოშვებული ონკანები დატოვა.
მადლობა ბიძინას - რომ არსებობს heart emoticon] PPS და ეს უკვე სერიოზულად - მადლობა ღმერთს, რომ დენიდან გათიშული იყო ყველაფერი და დილით ლუდა დასალაგებლად რომ შევიდა წლით სავსე სტუდიაში, დენმა არ დაარტყა და არ მოკვდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.