-
2015-02-18 14:17
მომღერალი ნინი წიკლაური ამ ეტაპზე მისი რჩეულის ვინაობას ასაიდუმლოებს, თუმცა არ მალავს , რომ დიდი და ტრადიციული ქორწილის გადახდას არ აპირებს.
„ჩემი რჩეულის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი სფეროდან არაა, პროფესიით ეკოლოგია, თუმცა სხვა სფეროში მუშაობს, თანაც სხვა ქვეყანაში - ამერიკაში.
ქორწილის მოყვარული არ ვარ, მაგრამ მას სურს გადახდა და ასეც იქნება.
ქორწილი არც დიდი იქნება და არც ქართული ტრადიციული, რადგან დიდი ტრადიციული არც მე ვარ და არც ის.
ისეთი ქორწილი გვექნება, ყველამ რომ მოილხინოს და კარგი დრო გაატაროს“, - განაცხადა ნინი წიკლაურმა.
„სარკე“