
გაზეთი „ქრონიკა +“ ბადრი პატარკაციშვილისა და ასლან აბაშიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში აჭარის პირველი პირი და ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრე, გიორგი თარგამაძის შესახებ საუბრობენ, რომელიც იმ პერიოდში სამუშაოდ „იმედზე“ გადავიდა.
ა.ა: დიახ, მე შემეკითხენ, - იცის თუ არა ეგი? მე ვუთხარი, - ახლა რა დავურეკო და ვუთხრა, ალბათ, მისი ტელევიზიაა, იცის, მე ვუთხარი, რამდენიმე კაცი გადავიდა მასთან, არ უკითხავს გადმოვიყვანო, თუ არ გადმოიყვანო?
ბ.პ: არა, ჩემთან არ გადმოსულა, ბატონო ასლან.
ა.ა: არა, რატო, გიორგი თარგამაძე.
ბ.პ: წავიდნენ და იმის მერე მოვიდნენ ჩემთან.
ა.ა: შენგან რომ კაცი წასულიყო, მე არ მივიღებ, მე არ მივიღებ. გიორგი ჩემთან გაიზარდა, 19 წლის არ იყო, ტელევიზიის ხელმძღვანელად დავნიშნე, დაიმახსოვრე, ბადრი, ტელევიზიის ხელმძღვანელად დავნიშნე. მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბინა მივეცი, ცენტრში, სადაც ცენტრია.
ბ.პ: კი.
ა.ა: მე არ მიყიდია პიჯაკი, „ტუფლი“, კოსტუმი, რაიმე, რომ მისთვის არ მეყიდა პარალელურად, მაგ ჩემი შვილივით იყო. ჩემთვის მე ერთი ცუდი არ მითქვამს და არც ვიტყვი იმიტომ, რომ გაუგებარია ჩემთვის, რა მოხდა.
ვთქვათ, რაღაცა მოხდა, რაღაცა ისა, მაგრამ... მე უფრო გული მეტკინა, რომ შენ არ შემეკითხე მე და ისე აიყვანე. ოჯახი ეს ერთი, მეორე - გიორგიმ გააკეთა გადაცემა სანაგვე ყუთში, მოიყვანა სანაგვე არის სანაგვე. მოიყვანა კორესპონდენტი და გადააღებინა, ნაგავში როგორ იქექებიან. ნაგავში თბილისში მთელი ისინი იქექებიან და საჭმელს იღებენ და იქ სულელი მოიყვანეს ვიღაც.
ამას კიდე მეორე გადაცემა მიუძღვნა, ვითომ აქედან წაიყვანენ, გადაიყვანეს და ჩააბარეს ეპისკოპოსს ერთ-ერთ დასავლეთ რაიონში. დასავლეთ საქართველოს რაიონში. ეს არ მთავრდება აჭარაზე გადაცემები. ამას უყურებენ აქ და ამბობენ, რომ ეგი როგორ გააკეთებს, ბადრი ის კაცი არ არის, ეს იცოდეს.
ბ.პ: გასაგებია ბატონო ასლან.