-
2015-02-16 15:29
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს სრულად იზიარებს, თუმცა კადრების საკითხში არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ უახლოს პერიოდში მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალია.
„არ გავიზიარებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურადაა შერჩეული. ასე ნამდვილად არ არის.
ოპტიმალურად შერჩეული მთავრობა, როგორც წესი, ოპტიმალურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს.
დინამიკაში რომ შევხედოთ, მე დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ გარდაუვალია მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება ამ გაზაფხულზე.
ჩემი აზრით, არც ივანიშვილის გამონათქვამები უარყოფს ამას კატეგორიულად.
ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ პრობლემები არის ყველა მიმართულებით.