
სამბას ცეკვის დღესასწაული რიოში 5 დღე გაგრძელდება.
კარნავალში სამბას ცეკვის 12 სკოლა მონაწილეობს, რომლებიც ერთმანეთს „კარნავალი 2015“ წლის გამარჯვებულის სტატუსისთვის შეეჯიბრებიან.
მსაჯები საუკეთესო შოუს მისი თემიდან, შინაარსიდან და ცეკვის სინქრონულობიდან გამომდინარე გამოავლენენ.
წელს რიო-დე-ჟანეიროს კარნავალზე მილიონამდე ტურისტი ესტუმრა.