
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, რაც დღეს უკრაინელებს სჭირდებათ და რასაც მოითხოვენ, თავდაცვითი იარაღია, რადგან მათ რუსული არტილერია უტევს.
„ასე რომ, უკრაინას სჭირდება მოწყობილობები იერიშების მოსაგერიებლად. ასევე სჭირდებათ უპილოტო საფრენი აპარატები.
ვფიქრობ, დროა, მათ ამ ტიპის აღჭურვილობა გადასცენ. შემთხვევითი არ არის, რომ პუტინმა სწორედ ახლა დაიწყო დიალოგზე ლაპარაკი, მან გაიგო, რომ ამერიკული იარაღი გზაშია.
დიალოგით შეეცდება დროის მოგებას და აღმოსავლეთ უკრაინის მთლიანად ხელში ჩაგდებას.
მისი შეჩერება შეიძლება მხოლოდ უკრაინელებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების კონსოლიდირებული ქმედებებით",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში.