
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
ასევე ინტერესის საგანია, საქართველოზე რუსეთის გავლენის მოსასპობად, რა შემთხვევაში აამუშავებენ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სცენარს.
„ალიასთან“ საუბარში ექსპერტები სწორედ მინსკის სამიტზე ამახვილებენ ყურადღებას.
მათი განცხადებით, პოროშენკო და პუტინი თუ შეთანხმდნენ დონეცკის ავტონომიურ სტატუსზე, მაშინ უკრაინის კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ოკუპირებული ტერიტორია დონეცკის რესპუბლიკად გამოცხადდეს და ამ სტატუსით შევიდეს უკრაინის სახელმწიფოში.
„ამ საკითხზე შეთანხმებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მთავრდება და სამოქმედო გეგმებიც იცვლება, მაგრამ, თუ ვერ შეთანხმდნენ და ღია ომი დაიწყო, მაშინ საქართველოში იძაბება სიტუაცია და ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სცენარს აამუშავებენ და რევოლუციური გზით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოდის.
აქ ამუშავდება მაიდნის სცენარი და რუსეთს დასავლეთი ახალ თავის ტკივილს გაუჩენს კავკასიაში ყველაზე რადიკალური ანტირუსული ძალების ჩანაცვლების გზით.
ამიტომაც არის სააკაშვილის ფიგურა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ სცენარისთვის ამზადებენ სისხლიანი რეჟიმის ძებნილ ლიდერებს და უკრაინაში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობა“ რომ სერიოზულ სამზადისშია, ამაზე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება", - წერს „ალია“.