"გასაოცარი დემოკრატია ფულის ტყვეობაში" - "ფორბსი" ელიტარულ კორუფციაზე მოქმედ ხელისუფლებაში

Image

საეჭვო ტენდერები და პარტიული შემოწირულობები – ჟურნალ ”ფორბსის” ქართულ გამოცემაში შესაძლო ელიტურ კორუფციაზეა საუბარი. "გასაოცარი დემოკრატია ფულის ტყვეობაში", - სტატია ასეთი სათაურით  "ფორბსის" ქართული გამოცემის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა.

 

სტატიაში საუბარია საეჭვო ტენდერების და პარტიული შემოწირულობების სქემაზე, რომელიც ავტორის და ექსპერტების შეფასებით, ელიტური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

 

"ფორბსის" ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორის, გუგა სულხანიშვილის, სტატიაში ნათქვამია, რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები და ასევე ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლები მიღებული თანხის ნაწილს ”ქართულ ოცნებას” ურიცხავენ.

 

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში ოლიგარქიული სტილის მმართველობა დამკვიდრდა.

 

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2014 წლის აპრილში "ქართულ ოცნებას" ნახევარ მილიონ ლარზე მეტი „ქართუ ბანკის“, „ქართუ მშენებელის“ და სხვა "ქართუ" კომპანიების 30–ზე მეტი თანამშრომლისგან აქვს მიღებული.

 

ქვეყანაში კორუფციის დონის მატებაზე საუბრობენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებიც.

 

ელიტური კორუფციის ბრალდება ყოფილი ხელისუფლების მისამართით ხშირად ისმოდა. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ასეთი ბრალდების ოფიციალურად ვერც წაყენება და ვერც დამტკიცება ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ კი საპარლამენტო ოპოზიცია კორუფციული სქემის კონკრეტულ მაგალითებს და სფეროებს ასახელებს. მათ შორის ლარის კურსის ცვალებადობაა, რომელიც, შესაძლოა, კონკრეტული პირების ფინანსურ ინტერესებს ემსახურებოდეს.

 

ოპოზიციის წევრები ზვიად ჯანყარაშვილის სახელთან დაკავშირებულ სკანდალურ ტენდერებს და სხვა სფეროებს იხსენებენ, რომელზეც გავლენების მოპოვებაც მმართველი გუნდის წევრებს დაუკავშირდა.

 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. პარლამენტის ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, კი კორუფციის ნიშნებს ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ხედავს.

 

"რუსთავი-2"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !