"ფრეშნიუსზე" გამოქვეყნებულ სიუჟეტს აჟიოტაჟი მოჰყვა: "ფეისბუქ-დებატები" ეკა ბესელიასა და ქეთი დოლიძის მონაწილეობით

Image

ინტერნეტგამოცემა "ფრეშნიუსზე" გამოქვეყნებულ სიუჟეტს: "ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა - რა მოხდა ფოთში?!" - აჟიოტაჟი მოჰყვა. 

 

"ვის დაჭერას სთხოვდა ეკა ბესელიას შვილი ფოთის პროკურორსა და ფინანსური პოლიციის უფროსს? რას ჰყვებიან რესტორან "ფაზისში" მომხდარ დაპირისპირებაზე? რა კავშირშია მომხდართან ფოთის ყოფილი მერი?",

 

- სიუჟეტი, რომელიც ინტერნეტგამოცემა „ფრეშნიუსზე“ გავიდა, ამ კითხვებზეა აგებული. შეგახსენებთ, რომ „ფრეშნიუსი“ ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის დაფუძნებული გამოცემაა, სწორედ ამიტომ ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ეპასუხა:

"როგორ უნდა უპასუხო იაფფასიან, მოგონილ სიცრუეს ? არ უნდა უპასუხო, არც ვპასუხობ, როცა მე მეხება, მაგრამ ჩემს გამო, როდესაც შვილს უკვე მერამდენედ ესხმიან თავს, წამებენ ცილს და აყენებენ ტრამვას, ამაზე არ ვაპირებ გაჩუმებას და არც პატიებას.

ახლა ვნახე ნანუკა ჟორჟოლინის მედია საშუალებით მომზადებული ცილისმწამებლური და მოგონილი სიუჟეტი 
ცხადია სადაც დაიგეგმა და ვინც მოიგონა ეს ამაზრზენი, სასაცილო ტყუილი, მაგრამ კეთილი ინებეთ და ახლა მიპასუხეთ ამ კითხვაზე ამ სიცრუის გამავრცელებლებო და ავტორებო:

 

1. სად არის ე.წ დაშავებული ადამიანი? რატომ არ არსებობს ასეთი პერსონა? 

 

2. როდის მოხდა ეს მოგონილი ფაქტი, რატომ ვერ ასახელებთ დროს?

 

3. რატომ ამოიღეთ სიუჟეტიდან თავად დათო ბუკიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია, მას არავითარი კონფლიქტი არ ქონია , არავის მისთვის ზიანი არ მიუყენებია და არც უნახავს მთელი თვეა ჩემი შვილი

 

4. რატომ არ არის ამ მოგონილ სიუჟეტში ჩემი კომენტარი როდესაც ვეკითხები ჟურნალისტს ვინ დაჭრეს თუ ვინ დაშავდა და მეუბნება რომ არ იცის?

 

5. რატომ არის გადაღებული ბუკიას ფარული კადრები არაკორექტული სახით (ადამინი ტანსაცმელს იცვლის)

 

6. რატომ არ არის არც ერთი თვითმხილველი ვინც იტყოდა რომ რაიმე ინციდენტი მოხდა?

 

7. რატომ დამალეთ სიუჯეტში რომ მირგატია არ არის არაფრის თვითმხილველი და ყვება ვიღაცის მონაყოლ ამბავს? (მე დავურეკე ამ სიუჯეტის ნახვის შემდეგ მირგატიას და ვკიტხე რა მოხდა, რა ნახა და მითხრა, რომ არაფერი იცის და ვიღაცის მონაყოლი თქვა ისიც არა ჯურნალისტთან. 

 

8. რატომ დამალეთ რომ კომენტარს აკეთებინეთ კონკრეტულ მოგონილ ფაქტზე ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის ერთ–ერტ ოდიოზურ ხელ–ს ცხვიტარიას?

 

9. რატომ აკავშირებთ ამ მოგონილ ფაქტს ფოთის ყოფილს მერთან სარსანიასთან ? იმიტომ ხომ არა რომ მას აქვს ჩატარებული სწორედ ისეთი კორუფციული ტენდერები, რომელზეც დიდი ხანია ვითხოვ გამოძიების ჩატარებას და გარკვევას ვინ იყო ჩართული ამ კორუფციულ საქმეებში? 

 

10. როგორ მოხდა რომ მირგატია სწორედ ხსენებული სარსანიას მეგობარია და მისი დანიშნულია, საეჭვოდ შექმნილ ერთ ერთ ,,აიპ,,–ში? ხომ არ არის დამთხვევა ამ ყველაფრის სწორედ იმ ამბავთან რასაც ყვება ამ სიუჟეტში მარინა ღლონტი სარსანიას დასაცავად, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს ტენდერების თემაზე? აქვე ცნობისთვის მარინა ღლონტი (ვინც ამ სიუჟეტში იცავს სარსანიას–ნაციონალი ცხვიტარიას უახლოესი ნათესავია)

 

11. ეს მოგონილი და უნიჭოდ დადგმული ,,ისტორია,, ხომ არ ემსახურება იმ მიზანს რომ კორუფციული ტენდერები რომელიც ვამხილე საჯაროდ ფოთის ყოფილი ხელ –ი პირების მერ ჩატარებული გახდა გამოძიების ინტერესის საგანი? ნუ დაგვავიწყდება რომ სარსანია ახალიას დროის კუდის უფროსი გახლდათ. ახლა კი ცდილობს თავი აღიდგინოს მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საიტერესო დამთხვევებია?!!

 

12. და ბოლოს 

 

მივმართავ მათ ვინ ეს უნიჭობა და სიბინძურე დაგეგმა –რასაკვირველია ბოლომდე მივყვები იმ კორუფციულ ფაქტებს, რომელსაც ქონდა ფოთში ადგილი და არ მოვეშვები რომ გამოაშკარავდეს ვინ იყო ჩათული ამ საქმეებში. ამავე დროს მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობს გადაფაროს ეს რეალობა და მორიგი იერიში მიიტანოს ჩემ შვილზე–

 

არ ვაპირებ ვაპატიო ვინც ამ უზნეო მეთოდებს მიმართავს და კარგად ვიცი როგორც იურისტმა სამართლებრივად რა ქვია ამ ქმედებებს და როგორ უნდა მოხდეს კანონიერი რეაგირება. ამას გავაკეთებ იმისთვის ,რომ სხვები დავიცვა მსგავსი უზნეობისგან!".

 

ეკა ბესელიას იქვე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი:

 

ქალბატონო ეკა, გიპასუხებთ! 

 

1. ამ თემას გვიყვება კოალიციის წევრი! შესაბამისად მოგონილი ვერ იქნება.

 

2. თქვენი კომენტარი, რომ ეს მოგონილია არის სიუჟეტში! 

 

3.რატომ ვაჩვენეთ ფინანსური პოლიციის უფროსი? იმიტომ რომ გვანახა რომ არაა დაჭრილი, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ შეხვედრა რესტორანში იყო თქვენ შვილთან! თუ სიტყვა ჭორი გაიგეთ , გაიგებდით რომ რესტორანში ყოფნას გვიდასტურებს! რაც შეეხება უზნეობას! უზნეობა რა არის ამას ხალხი გადაწყვიტავს! მაინც რომ იცოდეთ, მოგონილია ამბავი როდესაც ჟურნალისტი მას რესპოდენტის გარეშე ყვება. როდესაც რესპოდენტები და თან, თქვენი გუნდის წევრები ყვებიან ამბავს ის მოგონილი არაა! წარმატებები თქვენს "სიმართლეში"
***

 

ის ადამიანი ვინც ჩვენ ამბავს გვიყვება დაკითხვაზე დაიბარეს. უთხრეს რომ მომხდარზე საქმე აღიძრა. "მოგონილ" ამბებზე საქმეები არ იღძრება.

ეკა ბესელია: ნანუკა, მეგონა იტყოდი, რომ არ გქონდა შეხება ამ სიუჯეტთან:–))) კარგია, რომ პირდაპირ კავშირზე ხარ იმ პირთან ვინმე მირგატიასთან, რომელსაც თურმე თავად არაფერი უნახავს და მოყოლილი ამბავი იცის:–)))) დიახ, უნდა დაიკითხოს რადგან თუ იცის რომ მოხდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფაქტი და აცხადებს ამის თაობაზე შენთან, უნდა დაიბარონ და დაკიტხონ რადგან ამას ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

ეს არის ვალდებულება საგამოძიებო ორგაბოსი. ვაითუ ვინმემ დამალა მართლა ,,დანაშაული,,?:–)))) მე ვითხოვ რომ მოხდეს ამ ფაქტის გარკვევა, ვითხოვ გამოიძიონ რა მოხდა, თუ მოხდა საერთოდ, ვინ რა მოიგონა, რატომ მოიგონა, რა მიზანი აქვს და ყველაფერი...რა არის დასამალი, რატომ აღელდი? თქვას რა იცის და ისევ თქვენს მონაყოლს ხომ არ უყვება ,,ჟურნალისტს,,?

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე არასოდეს ვიტყუები. არავისთან თან. საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის მიგრანტია:) ამ სიუჟეტით გავიგე. ხაზზე მე არ ვარ. ჟურნალისტმა, რომელმაც ჩაწერა მას დაურეკა.

 

ეკა ბესელია: კიდევ ერთი ,,დამთხვევა: მარინა ღლონტი-სარსანიას დასაცავად რომ გამოდის სიუჯეტში , გახლავთ იმ სატენდერო კომისიის წევრი, რომლის გადაწყვეტილებით კორუფციული ტენდერი ჩატარდა და გამოძიება მიმდინარეობს. ეს ხომ არაა საინტერესო ნეტა?

 

იმ კორუფციული ტენდერით კი გვინდოდა ფოთელებისთვის გაგვეკეთებინა ქუჩა და ტროტუარები და ნახეთ რატომ არ განხორციელდა?რატომ გაფორმდა საეჭვო პირებთან ხელშეკრულება და თავად ღლონტიც ხომ არ არის ამ ყველაფრის მონაწილე? ეს არ გაინტერესებთ ჟურნალისტებო? მე მივყვები ამ ფაქტებს, რაც არ უნდა მოიგონოთ და დაგეგმოთ. სასამართლოშიც ბევრი სირბილი მოგიწევთ.

 

ბესელია-ჟორჟოლიანის კამათში სხვა ფეისბუქ-იუზერებიც ჩაერთნენ. მაგალითად, იუზერი სახელით „თავისუფალი თაობა“ ეკა ბესელიას დამატებით ინფორმაციას აწვდის თავის ვაჟისა და ფოთის პროკურორის შესახებ:

 

coment-beselia1.jpg

 

coment-beselia-1.jpg

 

მოგვიანებით კი დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა ასევე რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელმაც ეკა ბესელიას მხარე დაიკავა:

 

"საზოგადოებამ კი დიდი ხანია გადაწყვიტა, ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანი და როგორი "სიმართლის"თქმა შეუძლია!", - ასე გამოეხმაურა ქეთი დოლიძე მომხდარს, რაზეც ტელეწამყვანისგან ცინიკურმა პასუხმაც არ დააყოვნა. "უთხარით, მე ნანახი მაქვს მისი კუკარაჩა:)", - დაწერა ჟორჟოლიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით ეკა ბესელია აპირებს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს:

 

"პირად გარჩევებს არ ვაპირებ... ვაპირებ ყველა ასეთ ფაქტზე სასამართლოს წესით პასუხი ვაგებინო, რათა ვაიძულო მედიის სახელით მოლაპარაკე ადამიანები, რომ ეთიკის და კანონის ნორმებს დაექვემდებარონ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ეკა ბესელია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !