
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ახალგაზრდა გოგონა გზის გამყოფ ხაზზე იმყოფებოდა და ავტომობილების ნაკადის შეწყვეტას უცდიდა, როდესაც მას დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა.
შსს ინფორმაციით, დაჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.