
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე სამადლობელი განცხადება გაავრცელა.
„ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის, მაკა და თემო კარგად გრძნობენ თავს“, - წერს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობისთვის: 2 თებერვალს გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ.
ახალშობილი 3.600 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა.
მაკა ჩიჩუამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. პატარას თეიმურაზი დაარქვეს.