
გაავრცელებული ინფორმაციით, სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელი აჩადარა, რომლის ძირითადი მოსახლეობა სომხურენოვანია, რუსელი არმიის ჯარისკაცებმა დაარბიეს.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ჯარისკაცები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებით შევარდნენ და მოსახლეობა გაძარცვეს.
ოჯახებიდან წაღებულია ოქრო, ფული და სადაც ასეთი არ იყო, იქიდან მანდარინის მოსავალი წაიღეს.
მთვრალი ჯარისკაცები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც კი წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
სასტიკადაა ნაცემი 76 წლის ლუსია კოჩარიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.