
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოფილი თუ მოქმედი კრიმინალების ხოტბის შესხმაში ადანაშაულებს.
„დღეს იყო ქართველი გმირი ოფიცრის თამაზ სუხიაშვილის დაკრძალვა.
რამდენიმე დღის წინ, მან მნიშვნელოვანი პოზიცია გამოგლიჯა მტერს უკრაინაში ყუმბარას გადაეფარა და თანამებრძოლები, მათ შორის რამდენიმე ქართველი, გადაარჩინა სიკვდილს.
საქართველოს ხელისუფლების არც-ერთი წარმომადგენელი გორში არ ჩავიდა.
ისინი ბოლო დღეები, ძირითადად, ყოფილი თუ მოქმედი კრიმინალების ხოტბის შესხმით არიან დაკავებული. ჩვენ და ისინი მართლა სხვადასხვა საქართველოს წარმოვადგენთ", - წერს სააკაშვილი.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი მშობლიურ სოფელში, ცხრამუხაში დაკრძალეს.