
"რუსთავი-2"-ის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" 2014 წლის 14 ივნისს თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე სახალხოდ მოკლულ არჩილ მაისურაძისა და პარლამენტის წევრ ლექსო თამაზაშვილის მიმოწერაც გამოქვეყნდა.
მიმოწერაში, რომელიც მაისურაძის "ფეისბუქის" შეტყობინებების ყუთმა შემოინახა, ის ლექსო თამაზაშვილს რესტორან "ჭადარში" მომხდარ ინციდენტზე უამბობს და უგზავნის პოლიციელის (უზუნაშვილის) ჩანაწერს, სადაც პოლიციელი ჰყვება, როგორ ესროლა დავით დემინაშვილმა, იგივე "ლეკმა".
ამ მიმოწერიდან ორ დღეში მაისურაძე მოკლეს, ხოლო მისი კუთვნილი პლანშეტი, რომელიც სიკვდილის დღეს თან ჰქონდა, დაიკარგა, თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა და ოჯახის წევრებს გადაეცა. პლანშეტში, მეილის განყოფილებაში წაშლილი იყო ყველა გამავალი ინფორმაცია და ფაილები.