
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტსაც შეეხოს.
„უახლოესი თვეების განმავლობაში ველოდები კიდევ არაერთ საკადრო გადაწყვეტილებას.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უკმაყოფილება იქნება უფრო მზარდი და ხელისუფლება იძულებული იქნება გადადგას შემხვედრი ნაბიჯები საზოგადოებისკენ.
უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერის წინააღმდეგ კამპანია კიდევ უფრო გაგრძელდება, ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება რეალურად დაემშვიდობოს თავის პოსტს“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.