ტაკარაცუკას ჯეელები - კიაზო ბერიაშვილის ბლოგპოსტი

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ კიაზო ბერიაშვილის ბლოგპოსტს "ტაკარაცუკას ჯეელები", რომელიც პოპულარობით სარგებლობს "ფეისბუქში", არამარტო ავტორის მეგობრებს შორის. 

 

იაპონელები სულ გიღიმიან. იღიმიან წელში მოხრილნი და თავს აკანტურებენ. იღიმიან ცუნამის დროს, შტორმის და კატასტროფის დროს. იღიმიან დაბომბვის დროს. როცა ისინი და როცა მათ... იღიმიან და შრომობენ წელში გაწყვეტამდე. წელში მოხრილნი თესავენ ბრინჯს. 

 

იღიმიან მსუქანი კაცის დანახვაზე. იღიმიან ბავშვის თვალებში სიყვარულის შემჩნევისას. იაპონელები ქმნიან იმას, რის შექმნასაც ევროპელები ოცნებაშიც ვერ ბედავენ.

 

იაპონელებს და ევროპელებს აზრად არ მოუვათ, ხალხს ყვრილით მოუწოდონ, მივიდნენ პანაშვიდზე.

 

მათ თავში არ მოუვათ ტელევიზიით გადასცენ ნერვიული და უაზრო ტიპების ქეიფი.

 

იაპონელები სიკვდილის მოახლოებისას შორს, მთებში მიდიან რათა არვინ შეაწუხონ.

 

ისინი მუდმივად განიცდიან, რომ ღირსება არ შეელახოთ და ამისთვის ჰარაკირიც კი მოიგონეს.

 

წარმოუდგენელია ათასობით ღირსება აყრილი და ნახმარი იაკუძები პრესკონფრენციებს აწყობდნენ და ავტობუსით უფასოდ მგზავრობას ითხოვდნენ.

 

არ არსებობენ იაკუძები რომელთაც საზოგადო მოღვაწეებად იხსენიებდნენ და ბუდას ავედრებენ მის უმანკო სულს.

 

სამაგიეროდ იაპონელები ახერხებენ კარგად სიმღერას, არ უწოდებენ თავის თავს ღვთის რჩეულებს და რამოდენიმე ხრიოკ კუნძულს - ბუდას წილხვედრს.

 

"რაც კარგები ვართ, ნიპპონები ვართ" ისეთივე სიგიჟეა, როგორც მოიაკუძო ტიპის მერ ნამღერი "ჩუნგა–ჩანგა" და მისი დასახელება ერის გადამრჩენელად.

 

წარმოუდგენელია აფეთქებული მოიაკუძო ტიპის დასვენება ბუდას საკათედრო ტაძარში, ასევე წარმოუდგენელია იაპონელებისთვის საკურას ნიგვზიანი ფხალის დამზადება:

 

მათი ნერვიული სისტემა და ფანტაზია ამდენს ვერ ქაჩავს.

 

მოკლედ, მაგარი გადარჩენილები ვართ, რომ სამურაებს არ დაუპყრიათ საქართველო, თორემ რა გაუძლებდა ეხლა ტაკარაცუკას სტილში მომღერალ, გუშღამ ნახმარ ქართველ იაკუძებს და ტოკიოში მწვანილის გასაყიდად მორბენალ კიმონოიან ბურჯანაძეებს.

 

ამიტომაც ვართ მუდმივად სპეციფიურად გაღიმებულები და სულ სხვაგან ვცდილობთ ოხრახუშის გაყიდვას. იქაც არ გვიშვებენ, მაგრამ ეს სხვა ოპერაა.

 

ვიყოთ ასე, გიტარას ამოფარებულები ჰონსიუს პრეფექტურის იაკუძიონოკების იმედად...

 

こんにちはの!(გამარჯობა, (იაპ.)- რედ)

 

კიაზო ბერიაშვილი
23.01.15

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !