
საფრანგეთში ტერორისტების მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ტერაქტების უშუალო საფრთხე მოხსნილია, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.
ამ განცხადებიდან ქედან გამომდინარე, აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ბოლო დროს განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.