
მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, რომლის პრეზენტაცია ძალიან მალე გაიმართება.
გარდა ამისა, ნინი მეორე სიმღერის ჩაწერასაც გეგმავს.
„აქტიური შემოქმედებითი პერიოდი მაქვს. პორტრეტული კლიპია, ძირითადი აქცენტი ჩემზეა.
სიმღერა სიყვარულზეა და ყურადღება ჩემს გარეგნობაზეა გადატანილი.
შინაარსით მე „არ მგავს“. სიუჟეტში ისეთი არაფერია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბავთან ექნება კავშირი“, - განაცხადა ბადურაშვილმა.
„გზა“