
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარდა ამისა, საავტომობილო მოძრაობა დიდთოვლობის გამო დაკეტილია ასევე წალკისკენ მიმავალ გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.