
ორგანიზაცია „მოქალაქეს“ „ფეისბუქის“ გვერდზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საოჯახო ფოტო და საახალწლო მილოცვა გამოქვეყნდა.
„სულითა და გულით ვულოცავ ჩემს თანამემამულეებს, ჩემს საყვარელ ხალხს ახალი, 2015 წლის წლის დადგომას! მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს, ყველა ოჯახს ბედნიერება და წინსვლა.
დარწმუნებული ვარ, 2015 წელი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთიან მიზანს - დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.
ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ერთიანი ძალით, ერთმანეთის გვერდში დგომით გავხდით ჩვენს მომავალს უკეთესს.
გილოცავთ!", - წერს ბიძინა ივანიშვილი.