როგორ აგებინებს ტენდერებს ლევან ყიფიანი მეგობრის ფირმას და რა წამოაყვედრა მას მთავრობის სხდომაზე ზვიად სიჭინავამ

Image

„პრაიმტაიმი“ აქვეყნებს სკანდალურ ექსკლუზივს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს ეხება. სტატიაში აღწერილია, როგორ იგებს საფეხბურთო სტადიონების მშნებლობასთან დაკავშირებულ ტენდერებს მისი მეგობრის კომპანია.

 

სტატიის მიხედვით, შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ დავით ნოზაძეს ეკუთვნის, რომელიც ლევან ყიფიანის უახლოესი მეგობარია, ხოლო ამავე კომპანიაში ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულიდან გაყიდვების მენეჯერის ადგილს იკავებს მინისტრის ძმა ნიკა ყიფიანი.

 

ნოზაძის ფირმამ ბათუმის დინამოს ბაზის „ანგისის“ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო. თუმცა, რაღა მოიგო - ის ერთადერთი ფირმა იყო, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა. ამის მიზეზი ერთი კურიოზული გარემოებაა: ტენდერის პირობებში იყო ჩაწერილი, მონაწილე კომპანიას აუცილებლად უნდა დაემონტაჟებინა თურქული კომპანიის TEKNIN-EL-ის განათება. ანუ, ტენდერი თავიდანვე მოერგო ერთ კონკრეტულ კომპანიას და ეს სწორედ ლევან ყიფიანის მეგობრის ფირმა აღმოჩნდა.

 

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი კომენტარისთვის მინისტრსაც დაუკავშირდა და კომპანიის შეფსაც. მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მეგობრის დაკრძალვაზეა, მოგვიანებით კი ტელეფონი გათიშა, ხოლო დავით ნოზაძემ თქვა, რომ ამაზე არაფერი იცის, ხოლო იმის შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ ეჭვები ჩნდება, უპასუხა: „მეც მიჩნდება ეჭვი, რომ ინტრიგანი ხარ, ჩათლახი და და შენი დედაც მ****!“.

 

ზემოთაღნიშნული ტენდერის ღირებულება 2 მლნ 500 ათასი ლარია, მაგრამ ნოზაძის ფირმამ განაცხადაი 2 მილიონ 460 ათასი ლარზე შეიტანა და, ცხადია, „მოიგო“ კიდეც.

 

„გლობალ სტანდარტმშენის“ კონკურენტი ფირმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამორიცხულია, ტენდერით გათვალისწინებული მშენებლობა ასე ძვირი დაჯდეს. ფირმა LLC KHAGI-ს ხელმძღვანელის გიორგი გოგოლაძის განცხადებით, ნოზაძის ფირმა კიდევ ერთ მშენებლობაში - წყალტუბოს სტადიონთან მიმართებაშიც ფიგურირებს და იქაც, სწორედ ლევან ყიფიანის დამსახურებით:

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყალტუბოს სტადიონის ასაშენებლად მსოფლიო ბანკისგან მილიონნახევარი ლარი მიიღო. იურიდიულად, სამინისტრომ მხოლოდ სახელმწიფო შპს-სთან შეიძლება გააფორმოს პირდაპირი წესით ხელშეკრულება, ანუ ტენდერის გარეშე.

 

ამ შემთხვევაში ასეც მოხდა: სამინისტრომ შექმნა სახელმწიფო შპს, რომელმაც ქვეკონტრაქტორად სწორედ ლევან ყიფიანის მეგობრის ფირმა „გლობალ სტანდარტმშენი“ მიიწვია და ეს მაშინ, როცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსულტანტი ფირმა იყო LLC KHAGI.

 

ანუ, მინისტრის მეგობრის ფირმამ მილიონნახევარი ლარის პროექტის განხორციელების უფლება პირდაპირი წესით მიიღო, ამასთან, კონკურენტი ფირმაც ჩააჩოჩა. გოგოლაძის თქმით, მინისტრი ტენდერში მონაწილე კომპანიას სარეკომენდაციო წერილსაც კი უმზადებს: „რაში სჭირდება მინისტრის სარეკომენდაციო წერილი ტენდერში მონაწილე კომპანიას? მან ტენდერის პირობები უნდა დააკმაყოფილოს“, - ამბობს ის და ერთ ცნობილ ფაქტსაც იხსენებს:

 

„...ჩემი აზრით, ხარჯი წყალტუბოში მილიონ ლარს არ გადააჭარბებს. თავის დროზე ლევან ყიფიანმა მთავრობის სხდომაზე ზვიად სიჭინავას უთხრა, სტადიონს ვაკეთებ მილიონნახევრად წყალტუბოშიო, რაზეც სიჭინავამ უპასუხა, მაგის ნახევარი მომეცი და მე გავაკეთებ, კარგ ფულს შოულობ შენ, ხო იციო - საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია...“

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“, სტატიის ავტორი მაგდა კლდიაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !