
გაზეთი "ქრონიკა+" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, წინასაახალწლო ან ახალი წლის დღეებში, თბილისში, შესაძლოა, გასაყიდად "ბიძინას ბანქო" შემოიტანონ - 54 ბანქოს ქაღალდისგან შემდგარი დასტა, რომელზეც "ქართულ ოცნებასთან" და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები იქნება გამოსახული.
სტატიაში ნათქვამია, რომ "ქრონიკა+"-მა ბანქოს დაბეჭდვისა და გავრცელების იდეის ავტორები დაადგინა, მაგრამ ითვალისწინებს მათ სურვილს, რომ ბანქოს პრეზენტაციამდე გამოჩენა არ სურთ. გაზეთი წერს, რომ იდეის ავტორი ჟურნალისტია.
აქვე აღნიშნულია, რომ "ბიძინას ბანქო" "ფეისბუქზეცაა დარეგისტრირებული და გვერდზე დღის განმავლობაში რამდენიმე ფოტო იდება იმ დასტიდან, რომელიც მალე გაყიდვაში იქნება, თუმცა, სად გაიყიდება ბანქო და რა იქნება მისი საცალო ფასი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.
"ქრონიკა+" რამდენიმე ბანქოს ექსკლუზიურად აქვეყნებს. "ფეისბუქზე" რეგისტრირებულ გვერდზე ბოლოს სხვადასხვა "მასტის" ორიანებზე გამოსახული პერსონები გამოქვეყნდა. მათ შორის არიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე პრემიერის პირადი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.