
როგორც „ალია“ წერს, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრებს სულ არაკომპეტენტურები და უნიათოები უძახა, როცა ევროპარლამენტში სააკაშვილი დაინახა.
„სანდო წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულა, როცა შეიტყო მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში დასწრების შესახებ.
რას მიკეთებთ, რას ჰგავს თქვენი საქციელი, თქვენი არაკომპეტენტურობისა და უნიათობის ბრალია ის, რომ გაბედა სააკაშვილმა იქ დასწრება.
რატომ არ მიეცა საშუალება პრეზიდენტს, სიტყვით გამოსულიყო, ვინ მოამზადა ეს ვიზიტი? - იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასმული კითხვები, რომელზეც პასუხი ძალიან ბევრს არ აქვს.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის დერეფნებში ბოლთას სცემდა და საკუთარ მოგვარეს, პოლონეთის ევროპარლამენტარს იაციკ ვოლსკის უშვერი სიტყვებით ამკობდა. ვოლსკი - ვოლსკის წინააღმდეგ, მხოლოდ პარლამენტის კედლებში შემოიფარგლა.
სწორედ იაცეკ ვოლსკის მიწვევით იყო სააკაშვილი ევროპარლამენტში მისული.
ყველა ელოდა, რომ ძებნილ ნაპრეზიდენტალს მოქმედი პრეზიდენტი პასუხს გასცემდა და უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტარებს დიპლომატიურ ენაზე აუხსნიდა, რატომ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი კლოუნადა დიპლომატიური პროტოკოლის აბსოლუტური დარღვევით.
ერთ ლოჟაში ისხდნენ ნაპრეზიდენტალი მიხეილ სააკაშვილი, მისი დამქაში გიორგი კანდელაკი, რომელსაც აწიოკებული აქვს თითოეული ევროპარლამენტარის კარი, იმავე ლოჟაში, ოღონდ უკან ისხდნენ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი გარემოცვა“, - წერს „ალია“.