
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დასმულ შეკითხვაზე, მიაღწევს თუ არა "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, პასუხობს, რომ საკითხი ასე კი არა ისე დგას, მიაღწევს თუ არა ქვეყანა იქამდე. სააკაშვილი ასკვნის, რომ ვერ მიაღწევს და ამას რუსეთის მხრიდან მზარდ აგრესიას უკავშირებს.
reeD TV-სთან საუბარში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან ერთად, უკრაინაში დანიშნულ ქართველ რეფორმატორებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანიშნულებისადამი მისი მხრიდან ლობირება არ ყოფილა და ეს უკრაინელების არჩევანი იყო.