
ეროვნებით რუსი ყოფილი მებრძოლო, სოხუმელი ალექსანდრე ზინოვიევი წლებია, გლდანის ბაზრობაზე მოწყალების თხოვნით ირჩენს თავს.
ზინოვიევი 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ათეულში იყო, ომამდე კი სოხუმში კარატეს ასწავლიდა. ის ამბობს, რომ მეგობრებიდან ზოგი რუსეთში გადაბარგდა, ზოგი კი წამალდამოკიდებულების გამო გარდაიცვალა. ალექსანდრე ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, საქართველოსთვის ისევ იბრძოლებს.