
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობა შეფერხებულია.
დატბორილია გზის სავალი ნაწილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განუცხადეს, კომპანიაში დაზიანების შესახებ შეტყობინება 09:27 საათზე შევიდა. ადგილზე გასულია ჯგუფი, რომელიც სიტუაციას სწავლობს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე მილი ოთხი დღის წინაც დაზიანდა, მისი შეკეთების შემდეგ გზის ახალი საფარიც დაიგო, თუმცა წყლის მილი ისევ გასკდა.