
ებრაულმა ორგანიზაციამ მოითხოვა პატარა ფრანგულ სოფელს, რომელსაც „სიკვდილი ებრაელებს“ ჰქვია, სახელი შეეცვალოს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი სამუელს შიმონი ამბობს, ამ სახელისთვის სამოცდაათი წლის განმავლობაში არავის მიუქცევია ყურადღება. მაგრამ 289 კაციანი სოფლის გამგებელი არ ეთანხმება მოთხოვნას და სახელის შეცვლის იდეას არ იზიარებს.
„ეს უაზრობაა. სახელი დიდი ხანია არსებობს, არავის არაფერი აქვს ებრაელების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა. რატომ უნდა შეიცვალოს სახელი, რომელიც დასაბამს შუა საუკუნეებიდან იღებს? პატივი უნდა ვცეთ ძველ სახელებს“. - განაცხადა მან.