-
2014-12-08 15:01
როგორც "ასავალ-დასავალთან" საუბარში აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე აცხადებს, მოსკოვში მყოფ აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს ტელეფონით ესაუბრა და მას სამშობლოში დაბრუნება ენატრება. ჯაველიძე ამბობს, რომ მალე დაიწყება მოძრაობა, რათა ხმაური ატყდეს და აბაშიძეს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეს.
„კაცი ტიროდა-საქართველო ენატრება, თავის მეუღლის ქალბატონ მაგულის საფლავი ენატრება! მითხრა არც ეკონომიკურად მიჭირს არც არაფერი მაკლია, მაგამ სამშობლოში ჩამოსვლა მინდა, სადაც ვარ აქ ყველფერი სულერთია ჩემთვისო...
ახლა დაიწყება დიდი მოძრაობა, როგორც აჭარაში ისე დანარჩენ საქართველოში და ჩვენ შევაგროვებთ ხელმოწერებს სადაც ხალხი მოითხოვს ბატონი ასლანის საქართველოში დაბრუნებას“, - ამბობს "ასავალ-დასავალტან" ელიზბარ ჯაველიძე.