
გასულ კვირას გადაცემა „ღია ეთერი“ ტრანსგენდერულ პრობლემებს მიეძღვნა.
გადაცემაში კესარია აბრამიძე და მომღერალი დათო ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხუჯაძემ აღნიშნა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერები მას „დაეჩალიჩნენ“, მაგრამ მას მოსწონს ქალები და ტრანსგენდერები არ აინტერესებს.
გადაცემის შემდეგ კესარიამ სოციალურ ქსელში დათო ხუჯაძესთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.
„დათო დადებითი და კარგი ადამიანია. არ ვიცი, არ მაინტერესებს დათოს ვინ „დაეჩალიჩება“ და ვინ - არა, დათოს ჰკითხეთ.
დათოს საგრიმიოროში შევხვდით პირველად. რაც შეეხება მის შემოქმედებას, მე კი არა, მთელი საქართველო იცნობს და მე რატომ არ უნდა ვიცოდე. ნიჭიერი მომღერალია. მისი რამდენიმე ჰიტი ბავშობას მახსენებს...
როგორც ყველა ლამაზ და მოვლილ ქალს შეიძლება ჰყავდეს უარყოფითად განწყობილი ადამიანები, ზუსტად მაგ დოზით მყავს მეც.
არც მეტი, არც ნაკლები. საქართველოში ძალიან მოდურია კრიტიკა. თუ თავს უვლი და ლამაზად გამოიყურები, აუცილებლად ხარ კრიტიკის ობიექტი,“ - დასძინა კესარიამ.
reitingi.ge