
აღნიშნულ სიტყვებთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს.
„ცოცხალი ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე ვანში დაპატიჟეს საქეიფოდ. თამადა 160 კილო ყოფილა და დაუთვრია ჩივაძეს.
მეორე დღეს გაგრძელებულა სუფრა. შემოდის ერთი, ბატონო ალექსანდრე თქვენთან ერთად განსხვავებული უნდა დავლიოო. თამადა არ სვამს.
გადის ოცი წუთი - შემოდის მეორე, ბატონო ალექსანდრე ჩემი კერპი ხართ, თქვენთან ერთად უნდა დავლიოო. თამადა არ სვამს.
გადის დრო და შემოდის მესამე, ბატონო ალექსანდრე...
გაბრაზებულა ბატონი ალექსანდრე და უთქვამს: გამოდით რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ! თქვენი ....
ასე რომ, ეს სიტყვები ალექსანდრე ჩივაძეს ეკუთვნის და ნება მომცა, როცა გინდა მაშინ იხმარეო.
და აი ვხმარობ: გამოდით რამდენი ხართ...
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)", - წერს არქიმანდრიტი.