
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე პარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პრეზიდენტი მოვიდა პარლამენტში და მოგვმართა. ყველას მაგივრად უპასუხა უსუფაშვილმა და წავიდა. არც კითხვები, არც დებატები, არც აზრის გამოთქმა.
აი, ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი „პროცედურული დემოკრატიის" წესები.
p.s. „პროცედურული დემოკრატიის" სახელით მოქმედი უსუფაშვილი, „პროცედურულ დიქტატორად" ჩამოყალიბდა",- წერს გოგა ხაჩიძე.