„КаZантип ანაკლიაში ტარდება და ვისაც არ უნდა, ტრ**ი დააყენოს...“ – ანაკლიით აღფრთოვანებული კაზანტიპის „პრეზიდენტი“

Image

„მე ხომ დიქტატორი ვარ? ნუ აკეთებთ აქცენტს კაზანტიპის ხალხზე, მათთვის აზრი არ მიკითხავს და არავის არაფერს ვეხვეწები: „კაზანტიპი“ ტარდება ანაკლიაში, საქართველოში და ვისაც უნდა, წამოვიდეს, ვისაც არ მოსწონს, ტრ**ი დააყენოს“, - ამის შესახებ ე.წ. კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოში კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში არ ჩატარდება, გამოგონილია, ხოლო ვინ ატარებს ყირიმის ნახევარკუნძულზე კაზანტიპის სახელით სხვა ფესტივალს, არ იცის და არც აინტერესებს:

 

„კაზანტიპი გეოგრაფიული სახელწოდებაა და მის გამოყენებას მე ვერავის ავუკრძალავ. რაც შეეხება სოფელ პოპოვკას, ვინ ატარებს იქ კაზანტიპის სახელით ფესტივალს, არ ვიცი და არც მაინტერესებს. წელს ჩვენ ანაკლიაში მივდივართ და იქ უზარმაზარი პოტენციალია:

 

9 კმ სიგრძის სანაპირო, უამრავი სცენა, ოტელები, ესპანელი არქიტექტორის მიერ მოწყობილი ბულვარი, ფასები კი ისეთია, რომ პოპოვკას არცდაესიზმრება - მაგ სოფლის მცხოვრებლებს ადრეც ვაფრთხილებდი, რომ ფასებზე ცეცხლი არ წაეკიდებინათ, წარმოგიდგენიათ, ზოგიერთი ბინა მანდ დღე-ღამეში 1.500 დოლარი ღირს... მაშინ როცა ანაკლიაში არის კერძო სექტორი, სტუმართმოყვარე ხალხით, 15 დოლარში შეგიძლიათ ჩაეტიოთ, თავისი კვებით.

 

შესაძლოა, ჩვენ გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს ქართველთა სტუმართმოყვარეობაზე, მაგრამ საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ხელიდან ვერ გავუშვებდი, ამიტომაც, ვისაც უნდა, წამოვიდეს. ვისაც არ უნდა, დარჩეს და მონიტორზე ნახოს, რა მოხდება, შემდეგ წელს მოუნდება წამოსვლა.

 

რაც უკრაინაში იქნება, ეს არის კაზანტიპის ნახტომი მომავალში, საქართველო არ მოგწონთ? შევხვდებით კამბოჯაში, ან კოსტა-რიკაში... ჩვენ გავქვს საკმარისი ფინანსები, რათა კონტაქტები დავამყაროთ და ამ მხრივ უკვე ვმუშაობთ.

 

ანაკლიაში არის კერძო საცხოვრებელი სახლები, არის ოტელები, ხოლო მათ, ვისაც საერთოდ არ უნდა ფულის დახარჯვა, სტადიონზე, კარვებში შეუძლიათ იცხოვრონ - ახალგაზრდობისას რომ ფული არ გქონდეს, ამაში გასაკვირი არაფერია.

 

რატომ არ უნდა მოსწონდეთ ანაკლია, ვერ ვხვდები: ეს არის ადგილი, სადაც პოლიციელი გიღიმის, და ნაცვლად იმისა, ჯიბეები ამოგატრიალებინოს და ხელები გადაგიგრიხოს, გეკითხება, რა სახის დახმარება შეუძლია გაგიწიოს. კიდევ ბევრგანაა ასეთი ადგილები?

 

მას შემდეგ, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის დატოვება გადავწყვიტეთ, ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთიდანაც დაგვიკავშირდა, დარჩენის წინადადებით. მე პოპოვკაში მხოლოდ გლობალური, ფედერალური პროექტის სახით დავაბრუნებ კაზანტიპს, სხვაგვარად იქ მხოლოდ ცეკვის მოედნების გამო დაბრუნებას აზრი არა აქვს“, - ამბობს ბიზნესმენი, კაზანტიპის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა პირველი, იგივე ნიკიტა მარშუნოკი.

 

მარშუნოკი ანაკლიაში ვიზის მიღების მსურველებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინელი გოგოებისთვის გათვალისწინებული უფასო ვიზები შენარჩუნებულია, ხოლო ნარკოდილერებზე მკაცრი კონტროლი დაწესდება:

 

„პირადად მე დავაწესე პრიზი ნარკოდილერების დაკავებისთვის: თუ დიდ დილერს მომიყვანენ, 10.000 დოლარს ვიხდი, თუ მცირეს - 3.000 დოლარს. წლებია ეს ასეა, მაგრამ არავინ მოუყვანიათ. პირადად მე ნარკოტიკის წინააღმდეგი ვარ, თუმცა, საჯაროდ ვამბობ, რომ თუ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნარკოტიკები გამოვა, პირადად მე დავიწყებ მის ჭამას დიდი კოვზით“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !