-
2014-01-26 14:53
2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელიც ფონდ „ქომაგის“ დამფუძნებელთა შორის იყო, ჯანდაცვის სამინისტროში, ერთ–ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა.
ია მეტრეველი, რომელიც ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის კავშირს ამჯერად ხელისუფლებაში მყოფ პირებთან, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, სამთავრობო უწყებაში, ჩვენი ინფორმაციით, თებერვლიდან იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის აპრილში ია მეტრეველმა, მარი ჯანაშიამ, ლევან გორდეზიანმა და კოტე ჯანდიერმა. მიუხედავად ამისა, ფართო საზოგადოებას ”ქომაგის” დაარსება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა რამდენიმე დღით ადრე ამცნო და მოსახლეობას ფონდის ფინასური დახმარებისკენაც მოუწოდა.
სწორედ ”ქართული ოცნების” იმერეთის კოორდინატორმა გუბაზ სანიკიძემ მიაწოდა ადგილობრივებს ინფორმაცია ”ქომაგის” შექმნის შესახებ და დაპირდა, რომ ორგანიზაცია ოფისს ქუთაისშიც გახსნიდა.
პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ფონდი "ქომაგი“ დაზარალებულ მოქალაქეს ჰპირდებოდა ადვოკატს, მკურნალობის და სხვა ხარჯების ანაზღაურებას. მის მიზნებში მითითებული იყო, რომ ფონდი „მოახდენს წართმეული სოციალური შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, ოჯახის წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე“.
ფონდის პრეზენტაციაზე, რომელიც 2012 წლის 15 მაისს შედგა, ია მეტრეველმა აბსურდული და ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფონდის საშუალებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად დევნილ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება.