-
2014-01-26 13:39
სერაფიმა და ალექსანდრე მიკირტიჩიანებმა, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ, ახალშობილ გოგონას ოლიმპიადა დაარქვეს და ასე სოჭის ოლიმპიადის აღსანიშნავად მოიქცნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზურ ტელეკომპანია „აბაზაზე“ დაყრდნობით პორტალი „kvira.ge“ ავრცელებს. დედ–მამა ინტერვიუში ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიადა ისტორიული მოვლენაა და შვილისთვის ამ სახელის შერჩევით თვითონაც შეიტანეს წვლილი მის აღნიშვნაში.
„ეს სახელი ძალიან მომწონს. ოლიმპიადა ძველი ბერძნული სახელია. ამასთან, ჩემი მეუღლის ბებია წარმოშობით ბერძენია. როცა ჩვენ გოგონასთვის ოლიმპიადას დარქმევის იდეა გავაჟღერეთ, ეს არამხოლოდ ჩვემმა ნათესავებმა, ჩვენმა მეგობრებმაც მოიწონეს “, – აღნიშნა აფხაზურ ტელეკომპანია „აბაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბავშვის მამამ.