-
2014-01-26 01:30
„გახსოვთ ოქრუაშვილი? საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი? ეგ რომ ამბობდა, რუსებს თუნდაც ფეკალურ მასას მივყიდითო? ჩვენზე ამბობდა, მაგრამ საბოლოოდ საქართველომ დაგვიჩოქა, რომ აქ „ხვანჭკარა“ და „ბორჯომი“ შემოეტანათ“.
ეს განცხადება რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ დღეს გააკეთა.
ჟირინოვსკის გამოსვლის ეს ნაწილი ინტერნეტში გავრცელდა. მასში რლდპ–ს ლიდერი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რუსეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის, ყოფილი სსრკ–დან, მხოლოდ ნარჩენებს აგზავნიან:
„მათ აქვთ კარგი და ხარისხიანი პროდუქტები, განა არა აქვთ? მაგრამ აქვთ ევროკავშირისთვის. რუსეთისთვის კი ნარჩენები. გახსოვთ ოქრუაშვილი? საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი? ამბობდა, რუსებს თუნდაც ფეკალურ მასას მივყიდითო?
ჩვენზე ამბობდა, მაგრამ საბოლოოდ საქართველომ დაგვიჩოქა, რომ აქ „ხვანჭკარა“ და „ბორჯომი“ შემოეტანათ. და საერთოდ, რუსულად დაწერონ ბოთლებზე „ბორჯომი“ და არა ინგლისურად“, – განაცხადა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.