
ჩერნობილისა და ვიშგოროდსკის მიტროპოლიტმა პავლემ „ფეისბუქში“ საჯაროდ გამოთქმული შენიშვნის გამო სასულიერო პირი დაწყევლა.
მიტროპოლიტი პავლე ამავდროულად კიევ–პეჩორას ლავრის წინამძღვარი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ხელდასმულია.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ლავრაში მიღების დროს, მიტროპოლიტმა პავლემ ვიქტორ იანუკოვიჩი გოლგოთისკენ მიმავალ ქრისტეს შეადარა და აღუთქვა მას, რომ ეკლესია მასთან იქნებოდა.
როგორც ლავრაში მოღვაწე სხვა სასულიერო პირების რეაქციიდან ირკვევა, მიტროპოლიტის პოზიციას უმრავლესობა არ ეთანხმება. ერთერთმა სასულიერო პირმა, ვლადიმირ–ვოლინოს ეპარქიის (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო) პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ მარტინენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, იანუკოვიჩის მიღების განხილვის დროს დაწერა, რომ ეს ყველას პოზიცია არ არის და მიტროპოლიტს მიმართა:
„გეთაყვა, ნუ საუბრობთ მთელი ეკლესიის სახელით. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ საერთო ფინანსური ინტერესები გაქვთ, უბრალოდ, ადექით და მომდევნო ჯერზე კამერების წინ აკოცეთ მათ ტრ**ზე, ყველას სახელით ამას ნუ აკეთებთ!!!“.
ამ კომენტარმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია სოციალურ ქსელში, თავად მარტინენკომ განმარტა, რომ კომენტარის შემდეგ მიტროპოლიტი პავლე დაუკავშირდა და საქმე ჩვეულ სტილში გაურჩია: „ის მიყვიროდა, მანამუსებდა და ბოლოს დამწყევლა. ღმერთმა განსაჯოს. ჩემთვის მთავარი ის სახალხო მხარდაჭერაა, რაც ჩემს კომენტარს მოჰყვა. უბრალოდ, როცა ის ურჩხულები ეკლესიაში მოვიდნენ და ჩვენმა საეკლესიო რესურსებმა „ერთობლივი ლოცვის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, მე შემრცხვა. დავუკავშირდი უბრალო, მოღვაწე ბერებს და მათგანაც იგივე პოზიცია მოვისმინე“, – განაცხადა მარტინენკომ.