
დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი მყინვარწვერზე დაფიქსირებული ბიძგებია, რომელმაც შესაძლოა, ღვარცოფი გამოიწვიოს. მუშებმა სტიქიის ზონა უკვე დატოვეს, ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
ამ დროისთვის კი ტექნიკის გამოყვანა მიმდინარეობს. ევაკუაციის თაობაზე ბრძანება რამდენიმე წუთის წინ, განგაშის სიგნალის შემდეგ გაიცა.