
დაახლოებით საათნახევრის წინ, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის დაგუბება გამოიწვია. წყლის გადმოხეთქვას 2-3 მეტრიღა აკლია,-ინფორმაციას ,,ლიბერალი“ ავრცელებს.
როგორც ,,ლიბერალი“ წერს, ადგილობრივი მუშის ჯემალ დვალიშვილის განცხადებით, მეწყერის ქვეშ რამდენიმე ტრაილერია მოყოლილი, მან არ იცის არის თუ არა მსხვერპლი, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, იყოს. ადგილზე რამდენიმე ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლები ასიოდე მეტრით ზევით, მთაში არიან გახიზნულები. მისი თქმით, თუ დაგუბებულმა წყალმა ჩამოწოლილი მეწყერი გადმოხეთქა, ზარალი და მსხვერპლი დიდი იქნება.
ყაზბეგის გამგებლის, შალვა ელოშვილის თქმით, სასაზღვრო პუნქტებიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.