
იმ შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელიც 13 მაისს კალიფორნიაში მოხდა, ინტერნეტჰიტად იქცა: კატა ძაღლს თავს დაესხა, რათა მის მიერ დაკბენილი ბიჭუნა გადაერჩინა.
შემთხვევა ქუჩაში სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. პატარა ბიჭუნას, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა, ზურგიდან მოულოდნელად მიეპარა ქოფაკი, ველოსიპედიდან ჩამოაგდო და გათრევა დაუპირა, თუმცა ამ დროს ბიჭუნას საშველად კატა გამოჩნდა, რომელმაც ქოფაკს ისეთი გაავებით შეუტია, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ინტერნეტში უკვე "გმირი" კატის სახელიც ცნობილია - მას ტარა ჰქვია.