
დონეცკის ოლქში, ქალაქ არტიომოვსკში, ტერორისტებმა ორი მილიციონერი გაიტაცეს. როგორც სააგენტო უნიანის კორესპოდენტი იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტები გატაცებულების ნათესავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ქალაქ კრასნი-ლიმანის მილიციის ორი თანამშრომელი-სისხლის სამართლის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იაროსლავ მეჟენოი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლეონიდ ბროვკინი,12 მაისს დღისით გაიტაცეს. დონეცკის ოლქში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამართველოსთვის გატაცებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.