მამა ილია ვაშაკიძე: „ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ... პედარასტები და პედოფილები...“

Image

მღვდელმონაზონი მამა ილია ვაშაკიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება და საერთოდ ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირები სოდომური ცოდვაა, თუმცა, აღნიშნავს, რომ „პედარასტებისა და პედოფილების გამოვლენა“ საპატრიარქოს კედლებიდან უნდა დაიწყოს.

 

ამის შესახებ მღვდელმონაზონმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

 

„ერთსქესიანთა ქორწინება და საერთოდ ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირები სოდომური ცოდვაა, რაზედაც ნათლად მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ (პირველივე თავი).

 

პედარასტია, პედოფილია, ლესბოსური კავშირები, ინცესტი და ა.შ. ასე და ამგვარად, საპატრიარქომ გაიხსენოს მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ატეხილი "ცისფერი სკანდალი" და მავანი აწ განსვენებული პედოფილიის მუხლით სასჯელმოხდილი მიტროპოლიტი და კიდევ მავანი მიტროპოლიტი, რომელიც მამათმავლობისა და სუკ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გამო კათედრიდანაც კი იყო მოხსნილი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში.

 

ქართველ კაცს უთქვამს: "თევზი თავიდან ლპებაო". იხილეთ აწ განსვენებული (ღმერთმა აცხონოს) მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის არქივი. ჯერ შიგნით, საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები და გოგონები, პედარასტები და პედოფილები, რათა ვიქონიოთ მორალური უფლება მივუთითოთ ვინმეს დედაეკლესიისათვის სათნო ცხოვრებისაკენ.

 

აქვე მინდა დავძინო, დედაეკლესიის კარი ყველა მონანულისათვის ღიაა, მაგრამ არა იერარქიასა და საკურთხეველში, არამედ სტოვაში. ყველაფრის გასაჯაროვებაა საჭირო, პუტინის სიბრძნის მოყვარულნო, აბსოლუტურად ყველაფრის!

 

მე კი ჩემის მხრიდან ყველას სინანულსა და სულის ხსნას გისურვებთ. მომიხსენიეთ ლოცვებში“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !