
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქალბატონს ჩერიტი პირსს გადაადგილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, იგი საკუთარი წონის გამო საცხოვრებელ სახლსაც ვერ ტოვებს.
პირსი 347 კილოგრამს იწონის, კუჭზე ოპერაციის გასაკეთებლად კი ექიმები მას 226 კილოგრამამდე გახდომას სთხოვენ.
38 წლის ქალბატონს დახმარება ტელეკომპანია TLC-იმ შესთავაზა, პირსის დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსაყვანად მსოფლიოს წამყვანი ქირურგებიც მზადყოფნას გამოთქვამენ. ერთერთ მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ საავადმყოფო სხვა შტატში მდებარეობს და არ არის იმის გარანტია, რომ ქალბატონი საავადმყოფომდე მიღწევას შეძლებს.
ქალბატონს გახდომა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რადგან ჩაიფიქრა, „საჩუქარი“ გაუკეთოს 22 წლის მეგობარ ბიჭს, რომელსაც მასზე დაქორწინება სურს.