
The Washington Post სარედაქციო წერილში წერს, რომ ღარიბაშვილმა მიიღო გაფრთხილება ობამასგან, აღარ განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნა.
სტატია მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას აღწერს, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში „ვაშინგტონ პოსტი“ წერს:
,,უფრო რთული პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალ არჩევნებზე არჩეული ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედთან. თებერვალში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან. მან მიიღო გაფრთხილება აღარ განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნა.
ამის მიუხედავად, 22 მარტს სააკაშვილი გამოძახებული იყო დაკითხვისთვის პროკურორის მიერ, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეული პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება.
სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, არ დაემორჩილა ამ გამოძახებას, ხოლო ობამას ადმინისტრაციამ მალევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მოუწოდებს „საქართველოს ლიდერებს მიმართონ ქვეყნის ენერგია მომავლისაკენ“.
თუ საქართველო აპირებს სვლას დასავლეთისკენ და არა მოსკოვისადმი დამორჩილებას, ხელისუფლებას მოუწევს ამ რჩევის მიღება".-წერია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში.