
თავის პირველ გადაცემაში „შალვა რამიშვილის შოუ“ ხუმრობად შეტანილი უცენზურო და უტაქტო გამოხტომის გამო შოუს წამყვანი მისმა მეუღლემ საჯარო სივრცეში გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში შალვა რამიშვილმა, ფაქტობრივად, დაანონსა „რუსთავი2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი, უცენზურო გვერდი „ფეისბუქზე“, რომლის მსგავსი, სხვათა შორის, თავად შალვა რამიშვილის საწინააღმდეგოდაც არაერთია შექმნილი.
ამ „ხუმრობასთან“ დაკავშირებით ხატია ეკიზაშვილმა მეუღლის, შალვა რამიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა:
"გუშინ გითხარი და დღეს კიდევ უფრო მეტად იგივე აზრზე ვარ: გიორგი გაბუნიაზე შენი "ხუმრობა" იყო არა ეთიკური, არაკოლეგიალური და სრულიად უხამსი. და ვინც ეგ "შუტკა" მოგიწონა, ან შენი მტერია, ან გიჟია!".