-
2014-04-25 23:56
დედამ, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, მისი ზუსტი ასლი შექმნა, იმიტირებული ჩვილი გერმანიაში თოჯინების მწარმოებელმა კომპანიამ რამდენიმე ასეულ ევროდ დაამზადა.
მას შემდეგ, რაც 30 წლის შვეიცარიელ ქალს ვაჟი გარდაეცვალა, ის საშინელ მდგომარეობაში იყო, მწუხარების შესამსუბუქებლად მან ჩვილი ბავშვის ასლი თოჯინის შექმნა გადაწყვიტა და შეკვეთა გერმანიაში გაგზავნა,-ამ ქალბატონის ისტორიას შვეიცარიული გაზეთი ,,20“ აქვეყნებს.
2013 წელს რვაკვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სიმონი , ეს ოჯახისთვის საშინელი ტრაგედია იყო. მთელი რვა კვირის მანძილზე, როცა ბიჭი ავად იყო დედა მის სასთუმალთან იჯდა.
ქალმა გერმანიაში ,,REBORN-BABYS” შვილის ასაკის შესაბამისი, სიმონის ასლის ,,იმიტირებული ჩვილის“ შექმნა დაუკვეთა. შექმნილი თოჯინა ვინილისგან გააკეთეს და ის ნამდვილი ბავშვისაგან არაფრით განსხვავდება.
,,იმიტირებული ჩვილი“ რამდენიმე ასეული ევრო დაჯდა. როგორც გაზეთთან ინტერვიუში გარდაცვლილი სიმონის დედა ჰყვება, მას ვინილის ბავშვი ყველგან დაჰყავს, ეს იქნება მაღაზია თუ სათამაშო მოედანი, სადაც მისი ხუთი წლის ქალიშვილი თამაშობს.
,,როცა მარტო ვარ, მე მას ვესაუბრები, ვუყვები რას ვაკეთებ“,- როგორც ,,20 წუთთან“ საუბრისას ქალბატონი ამბობს, ვინილის თოჯინა, პრაქტიკულად ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და მასაც სიმი ჰქვია.
როგორც დედა ჰყვება, როდესაც ის ქუჩაში სიმისთან ერთად სეირნობს ვერავინ ხვდება, რომ ის ვინილის ბავშვია და ნამდვილი არ არის. როგორც ქალი იხსენებს, მის ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა, ნაწილი მას ნორმალურად არც თვლიდა ამ იდეის გაჩენის გამო.
რამდენ ხანს დარჩება სიმი თავის ,,ოჯახში“ უცნობია, როგორც ქალბატონი ამბობს, მას კიდევ ერთი შვილის გაჩენა სურს, თუმცა ტრომბის რისკის გამო მისთვის ორსულობა საშიშია.